თანხის დაბრუნების პოლიტიკა

 

შეკვეთის გაუქმება, დაბრუნება და თანხის დაბრუნების პოლიტიკა

კომპანია Exquisite იღებს შეკვეთის გაუქმებისა და დაბრუნების მოთხოვნებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი სრულად აკმაყოფილებს ქვემოთ ჩამოთვლილ პირობებს. ჩვენი მიზანია უსაფუძვლო და არამართლზომიერი დაბრუნებების თავიდან აცილება, რათა დაცული იყოს როგორც პროდუქტის ხარისხი, ასევე სხვა მომხმარებლების ინტერესები.

 


შეკვეთის გაუქმება და მიწოდების საფასური (საქართველო)

შეკვეთის გაუქმება შესაძლებელია 24 საათის განმავლობაში, იმ შემთხვევაში, თუ შეკვეთა ჯერ არ არის გაგზავნილი.

თუ შეკვეთა უკვე გაიგზავნა, მიწოდების საფასური არ ანაზღაურდება.

თუ შეკვეთა გაუქმდა მიტანის შემდეგ და გაუქმების მიზეზი არ უკავშირდება დაზიანებას, კურიერის შეცდომას ან პროდუქტის დეფექტს, მომხმარებელი თავად ფარავს მიწოდების საფასურს — 13 ლარს, მიუხედავად იმისა, ჰქონდა თუ არა შეკვეთას უფასო მიწოდება.

 


დაბრუნებული ნივთის შემოწმება და გადაწყვეტილების მიღება

ნებისმიერი დაბრუნებული ნივთი პირველ რიგში გადაიგზავნება შემოწმებაზე. კომპანია Exquisite იტოვებს სრულ უფლებას, რომ დაბრუნების შემდეგ შეამოწმოს ნივთის მდგომარეობა და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება თანხის დაბრუნების ან დაბრუნებაზე უარის თქმის შესახებ.

შემოწმების პროცესში ფასდება შემდეგი ფაქტორები:

  • არის თუ არა ნივთი გამოყენებული

  • გახსნილია თუ არა შეფუთვა

  • დარღვეულია თუ არა ჰიგიენური ან კომერციული მდგომარეობა

  • შეესაბამება თუ არა დაბრუნების მიზეზი რეალურ დაზიანებას ან დეფექტს

თუ ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ:

  • ნივთი არის გამოყენებული, გახსნილი ან დაკარგულია მისი საწყისი მდგომარეობა

  • დაბრუნება სრულად მომდინარეობს მომხმარებლის პირადი გადაწყვეტილებიდან და არ უკავშირდება დაზიანებას, დეფექტს ან საკურიერო შეცდომას

კომპანია Exquisite იტოვებს სრულ უფლებას უარი განაცხადოს დაბრუნებაზე და თანხის ანაზღაურებაზე. ასეთ შემთხვევაში ნივთი იგზავნება მომხმარებელთან უკან.

 


დაბრუნების ვადები და თანხის დაბრუნება

დაბრუნებული ნივთის მიღება, შემოწმება და საბოლოო გადაწყვეტილების მიღება მოითხოვს დროს.
იმ შემთხვევაში, თუ შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ნივთი აკმაყოფილებს დაბრუნების პირობებს და თანხა ექვემდებარება ანაზღაურებას, თანხა სტანდარტულად ბრუნდება 1–3 სამუშაო დღის განმავლობაში, იმავე საბანკო ანგარიშზე, საიდანაც განხორციელდა გადახდა.

თუ დაბრუნებული ნივთი არ აკმაყოფილებს დაბრუნების პირობებს, თანხა არ ანაზღაურდება და ნივთი იგზავნება მომხმარებელთან უკან.

 


Sale / Outlet პროდუქტების დაბრუნების პოლიტიკა (არ ექვემდებარება დაბრუნებას)

Sale (ფასდაკლებული) პროდუქტები არ ექვემდებარება დაბრუნებას.
ფასდაკლებული ნივთები ხშირად წარმოდგენილია ბოლო ერთეულების სახით, და მათი შეძენა ავტომატურად ზღუდავს სხვა მომხმარებლების შესაძლებლობას შეიძინონ იგივე პროდუქტი. შეძენის შემდეგ დაბრუნების მოთხოვნა ქმნის არასამართლიან პირობებს, რის გამოც Sale კატეგორიის ყველა პროდუქტი ითვლება საბოლოო გაყიდვად.

გთხოვთ, შეძენამდე დეტალურად გადაამოწმოთ პროდუქტის აღწერა და ყველა მახასიათებელი, რადგან Sale ნივთები არ ბრუნდება.

 


Outlet პროდუქტები

Outlet სექციაში წარმოდგენილია:

  • შეფუთვის მცირე დაზიანების მქონე ნივთები

  • ძალიან იშვიათ შემთხვევებში — ნივთები შეფუთვის გარეშე

ეს ძირითადად გამოწვეულია ტრანსპორტირების პროცესში ყუთების დაზიანებით. თავად პროდუქტი შესაძლოა იყოს სრულად ფუნქციური და დაუზიანებელი, თუმცა შეფუთვა არ არის იდეალურ მდგომარეობაში.

ზემოაღნიშნული მიზეზებიდან გამომდინარე, Outlet კატეგორიის ყველა პროდუქტი არ ექვემდებარება დაბრუნებას.
Outlet პროდუქტების შეძენით მომხმარებელი აცხადებს თანხმობას, რომ იძენს აღნიშნულ მდგომარეობაში არსებულ ნივთს და არ გააჩნია პრეტენზია პროდუქტის შეფუთვასთან ან ვიზუალურ მდგომარეობასთან დაკავშირებით.

 


მნიშვნელოვანი შენიშვნა

შეკვეთის განთავსებით მომხმარებელი ადასტურებს, რომ გაეცნო და ეთანხმება Exquisite-ის შეკვეთის გაუქმების, დაბრუნებისა და თანხის დაბრუნების პოლიტიკას. პრეტენზიები იმ საფუძვლით, რომ აღნიშნული ინფორმაცია მომხმარებლისთვის უცნობი იყო, არ მიიღება.