მიწოდება

მიტანის ზონა და პირობები

მიტანის ზონა: თბილისი და საქართველოს ყველა რეგიონი
მიწოდების ვადა: 1–2 სამუშაო დღე

მიწოდებას ახორციელებს FedEx.

უფასო მიწოდება: 170 ლარის ან მეტი ღირებულების შეკვეთებზე
სტანდარტული მიწოდება: 15 ლარი 170 ლარზე ნაკლები ღირებულების შეკვეთებზე

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მიწოდება ხორციელდება მხოლოდ სამუშაო დღეებში. შაბათსა და კვირას მიწოდება არ ხორციელდება.


მიწოდების მცდელობები და საკურიერო პირობები

FedEx შეკვეთის მითითებულ მისამართზე მიწოდებას ახორციელებს მაქსიმუმ ორჯერ.

თუ პირველი მცდელობისას მომხმარებელი არ პასუხობს კურიერის ზარს, ადგილზე არ იმყოფება ან სხვა მიზეზით ვერ ახერხებს შეკვეთის ჩაბარებას, კურიერი მომდევნო სამუშაო დღეს ახორციელებს მეორე და საბოლოო მცდელობას.

თუ მეორე მცდელობაც წარუმატებელი იქნება მომხმარებელთან დაკავშირების შეუძლებლობის ან მისი ადგილზე არყოფნის გამო, გზავნილი დაბრუნდება FedEx-ის სერვის ცენტრში, საიდანაც მომხმარებელს შეკვეთის პირადად გატანა მოუწევს.

ორი წარუმატებელი მცდელობის შემდეგ Exquisite ვერ უზრუნველყოფს მესამე მიწოდების ორგანიზებას ან მოთხოვნას.

შესაბამისად, გთხოვთ, შეკვეთაში მიუთითოთ აქტიური სატელეფონო ნომერი და უპასუხოთ კურიერის ზარს. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეკვეთის მიღება შესაძლებელი იქნება მხოლოდ შესაბამისი FedEx-ის სერვის ცენტრიდან.


ქცევის წესები და მიწოდების გაუქმება

მიწოდების პროცესში მომხმარებელი ვალდებულია კურიერთან დაიცვას კორექტული და პატივისცემაზე დაფუძნებული კომუნიკაცია.

უხეში ან შეურაცხმყოფელი საუბრის, სიტყვიერი შეურაცხყოფის, მუქარის, კონფლიქტური ან სხვა შეუსაბამო ქცევის შემთხვევაში, FedEx უფლებამოსილია შეწყვიტოს მიწოდება და გზავნილი დააბრუნოს სერვის ცენტრში.

ასეთ შემთხვევაში მომხმარებელს შეკვეთის პირადად გატანა შესაბამისი FedEx-ის სერვის ცენტრიდან მოუწევს.

მსგავსი ინციდენტის შედეგად შეწყვეტილი მიწოდების შემთხვევაში Exquisite ვერ უზრუნველყოფს ხელახალი მიწოდების ორგანიზებას ან მოთხოვნას და შეკვეთის სერვის ცენტრიდან გატანაზე პასუხისმგებლობა ეკისრება მომხმარებელს.


მიწოდების გრაფიკი

მიწოდება ხორციელდება ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით.

ორშაბათი–ხუთშაბათი:
შეკვეთები ბარდება 1–2 სამუშაო დღის განმავლობაში.

პარასკევი:
პარასკევს შეძენილი შეკვეთები ბარდება ორშაბათს.

შაბათი–კვირა:
მიწოდება არ ხორციელდება. შაბათსა და კვირას შეძენილი შეკვეთები ბარდება სამშაბათს.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ოფიციალურმა უქმე დღეებმა შესაძლოა მიწოდების სტანდარტულ გრაფიკზე გავლენა მოახდინოს.


მიწოდების ვადები

მიწოდების სტანდარტული ვადაა 1–2 სამუშაო დღე.

ვინაიდან მიწოდებას ახორციელებს ჩვენი პარტნიორი საკურიერო კომპანია FedEx, მომდევნო სამუშაო დღეს მიწოდება ყველა შემთხვევაში გარანტირებული ვერ იქნება, თუმცა შეკვეთების უმეტესობა მითითებულ ვადაში ბარდება.

შაბათი, კვირა და ოფიციალური უქმე დღეები მიწოდების ვადის გამოთვლისას სამუშაო დღეებად არ ითვლება.


ლუქს და ულტრა-ლუქს პროდუქტების შეფუთვა

ჩვენი ასორტიმენტი მოიცავს ლუქს და ულტრა-ლუქს კატეგორიის ნივთებს, რომლებიც საჭიროებს განსაკუთრებულად ფრთხილ მოპყრობასა და უსაფრთხო შეფუთვას.

თითოეული შეკვეთა კურიერისთვის გადაცემამდე სათანადოდ მზადდება და იფუთება.

ამ მიზეზით, იმავე დღეს მიწოდება ამ ეტაპზე არ ხორციელდება — ჩვენთვის პრიორიტეტულია შეკვეთის უსაფრთხოდ და იდეალურ მდგომარეობაში მიღება.


სასარგებლო რჩევები შეუფერხებელი მიწოდებისთვის

საჩუქრის ან კონკრეტული თარიღისთვის განკუთვნილი შეკვეთის შემთხვევაში გირჩევთ, შენაძენი მინიმუმ ერთი სამუშაო დღით ადრე განახორციელოთ.

შეკვეთის გაფორმებისას დარწმუნდით, რომ სრულად და სწორად გაქვთ მითითებული:

  • სახელი და გვარი
  • ზუსტი მისამართი
  • საჭიროების შემთხვევაში — დამატებითი ორიენტირი
  • კორპუსი, ბინა, სართული ან სადარბაზოს კოდი
  • აქტიური სატელეფონო ნომერი

არასრულმა ან არასწორად მითითებულმა ინფორმაციამ შესაძლოა გამოიწვიოს მიწოდების შეფერხება ან წარუმატებელი მიწოდების მცდელობა.