LE LABO/ლე ლაბო Another 13 / 100მლ
Le Labo Another 13 — სუფთა, მომნუსხველი და შეუმჩნევლად ძლიერი შედევრი თანამედროვე სუნამოების სამყაროში.
მის გულში დგას ამბროქსანი — კრისტალურად ნათელი, მინერალური სისუფთავე, რომელსაც ნაზი სითბო და ბუნებრივი ბრწყინვარება აქვს. მუშკი სურნელს მატებს ჰაეროვან ინტიმურობას და სიღრმეს, ხოლო ციტრუსები - სიხალისეს. შედეგი არის არომატი, რომელიც ერთდროულად მარტივიცაა და წარმოუდგენლად მრავალშრიანიც — ნათელი, მშვიდი, მაგრამ იდუმალად მომნუსხველი.
Another 13 გამოირჩევა “მეორე კანის” ეფექტით — მყუდრო, სუფთა შლეიფით, რომელიც ისევე ინდივიდუალურია, როგორც ადამიანი, რომელსაც მას ატარებს. უნისექს, თანამედროვე და დახვეწილი — ეს სურნელი იშვიათად იმეორებს თავს, რადგან თითოეულზე განსხვავებულად ცოცხლდება.
აღნიშნული Another 13 დამზადებულია სეულში, Shilla Duty Free-ში, რაც მის უნიკალურობასა და ექსკლუზიურ ხარისხს დამატებით უსვამს ხაზს.
Exquisite-ში გელოდებათ Le Labo-ს ავთენტური, ორიგინალი და ოფიციალური წყაროებიდან მოწოდებული სურნელები.
DHL Delivery
პრემიუმ ექსპრეს-მიწოდება
მიიღე თრექინგი
ადევნე თვალი მიწოდებას
უფასო მიწოდება
₾150-ზე ზემოთ შეკვეთებზე