PRADA ტუჩსაცხი MONOCHROME B03
PRADA MONOCHROME B03 — ღრმა ტერაკოტისფერი ტუჩსაცხი მატე ტექსტურით. ელეგანტური და დახვეწილი ფერი, რომელიც იდეალურად ერგება ყველა ტონის კანს. აქვს რბილი, კრემისებური ტექსტურა და გამძლე დაფარვა. მოთავსებულია პრადას ვერცხლისფერი და ოქროსფერი დიზაინის ქეისში — ნამდვილი ლაქშერი დეტალი.
- ღრმა ტერაკოტისფერი მატე დასრულებით
- რბილი და მდგრადი კრემისებური ტექსტურა
- 100% ავთენტური – მხოლოდ Exquisite-ში
მნიშვნელოვანი ინფორმაცია რეფილიან ტუჩსაცხებზე (ბრენდის პოლიტიკა)
პროდუქტი წარმოადგენს რეფილიან ტუჩსაცხს. ტრანსპორტირების დროს შესაძლებელია სტიკის ბუდიდან ამოვარდნა, რის შედეგადაც ტუჩსაცხის თავი შეიძლება შეეხოს ხუფს შიგნიდან ან ვიზუალურად დაზიანებულად გამოიყურებოდეს. ეს არის რეფილიანი ტუჩსაცხებისთვის დამახასიათებელი ტექნიკური თავისებურება და არ წარმოადგენს მხოლოდ Prada-ს ბრენდის სპეციფიკას.
აღნიშნული პოლიტიკა მომდინარეობს უშუალოდ თავად ბრენდისგან. შესაბამისად, ეს მდგომარეობა არ ითვლება დაზიანებად, გარანტია მასზე არ ვრცელდება, და კომპანია Exquisite არ იღებს პასუხისმგებლობას ასეთ შემთხვევებზე. აღნიშნული მიზეზით პროდუქციის დაბრუნება ან შეცვლა არ ხორციელდება.
მიწოდების პირობები
1–2 სამუშაო დღე
მომდევნო დღეს შეძლებთ იმ შეკვეთების გატანას, რომლებიც განთავსდება 16:30 საათამდე.
შეფუთვა
ყველა შეკვეთა ფრთხილად იფუთება Exquisite-ის საფირმო შეფუთვით, მათ შორის თეთრი ბრენდირებული შესაფუთი ქაღალდით.
სტანდარტული შეფუთვა მოიცავს ყავისფერ საშუალო ან დიდ ჩანთას, ან შავ პატარა ჩანთას — შეძენილი პროდუქტის ზომის შესაბამისად.
მოცულობითი ან მაღალი ღირებულების შეკვეთებისთვის მომხმარებელი ავტომატურად იღებს დიდ თეთრ Exquisite-ის ჩანთას, რომლის ფასი ჩვეულებრივ შეადგენს 20₾-ს.
შეფუთვასთან დაკავშირებული დამატებითი მითითებების დატოვება შესაძლებელია კალათაში ან შეკვეთის განთავსების შემდეგ ჩვენს გუნდთან დაკავშირებით.
ინვოისი
ინვოისის ფორმატის ქვითარი თან ერთვის ყველა შეკვეთას. იგი შეიცავს შეკვეთის დეტალებს ფასების გარეშე და ფორმატით ჰგავს ჩეკს.
თუ არ გსურთ ინვოისის მიღება, გთხოვთ, შეგვატყობინოთ შეკვეთის განთავსებისას ან დაგვიკავშირდეთ შეკვეთის დასრულების შემდეგ.
კარგად ეხამება
ყოველ ნაბიჯზე თქვენს გვერდით
იდეალურია საჩუქრად
Exquisite-ის მიერ შერჩეული
კმაყოფილება — მთავარი პრიორიტეტი